воскресенье, 22 декабря 2013 г.


ჩემი პორტფოლიო


როგორც იქნა დადგა ნანატრი ატვირთვის დღე. ძალიან დატვირთულები ვიყავით სკოლაში ამ საახალწლოდ, რაც ერთგვარი დროის დეფიციტი იყო პროექტისთვის. ახლა ვტვირთავ ჩემს პროექტს და ძალიან მიხარია. ირინა ენერგიას გვაწვდის. ამ საღამოს ტკბილად დავიძინებ. ისე მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ პროექტზე მუშაობა და აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

суббота, 14 декабря 2013 г.

კიდევ ერთმა დღემ ჩაიარა. ძალიან შრომატევადი სამუშაოა. მეტი დრო რომ გვქონდეს კარგი იქნებოდა, რადგან ახალი წლის მოსვლას ემთხვევა, ამ პერიოდში მუშაობის ნაკლებინ საშუალება გვაქვს, დღეს განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები, ბევრი იდეა დამებადა, მაგრამ ყველაფერს ვერ ვასწრებ.

воскресенье, 8 декабря 2013 г.

დავიწყებ იქიდან, რომ არ დავარღვევ საავტორო უფლებებს!!!!
გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი პრეზენტაციები, დავსვით საკითხი როგორ შეგვეფასებინა რა რუბრიკით, იყო თუ არა გათვალისწინებული ჩვენს პროექტებში ეთიკური ნორმები. აღმოჩნდა რომ ბევრი რამ ამის შესახებ არ ვიცოდით. გავარჩიეთ სამართლებრივი ნორმები, რამდენად სწორად გამოგვეყენებინა ინტერნეტი პროექტის დროს, არ დაგვერღვია არავისი საავტორო უფლება, ვნახეთ რესურსებში ამ საკითხის გარშემო არსებული მაგალითები, შევუდექი ჩემი პროექტისთვის ციტირების დოკუმენტის და გამოყენებული ლიტერატურის ფაილის შექმნას.

суббота, 7 декабря 2013 г.

ეფექტური სწავლებისთვის ყოველთვის საჭიროა შეფასების გამოყენება და მით  უფრო ,მისი სხვადასხვა ფორმა რადგან ეს ხელს უწყობს მოსწავლეების კრიტიკული აზროვნების განვითარებას და უნარების გამომუშავებას.
პროექტზე სასურველია გამოვიყენოთ შეფასების სხვადასხვა სტრატეგიები და ინსტრუმენტები. განვიხილეთ სწორედ ეს მეთოდები და  ჩემი პროექტისთვის შევქმენი დროში გაწერილი შეფასების გეგმა.  გეგმა ჩავდე პორტფოლიოს შეფასებების საქაღალდეში.

воскресенье, 1 декабря 2013 г.

რეფლექსია2

პროექტის თემაც მოვიფიქრე, დავიწყე დაგეგმვა, გავაანალიზე და დავწერე პროექტის მიზნები, ამოცანები, 21-ე საუკუნის უნარები, გადავამოწმეთ ჩეკლისტებითა და რუბრიკებით, პორტფოლიოში ვიწყებ თანდათან მასალების ჩალაგებას. გავარჩიეთ პროექტის საკვანძო კითხვები და ერთმანეთს გავუზიარეთ აზრები, მივეცით რჩევები რაც ძალიან საინტერესო იყო. დავწერე ჩემი პროექტის ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი საკვანძო კითხვები.
რეფლექსია1
 ინტერესი გამოიწვია ჩემში პროექტული სწავლების ტრენინგის პირველივე დღემ, უფრო სხვა თვალით შევხედე ყოველივე ამას, მივდიოთ 21-ე საუკუნის ცხოვრების ტალღას და კიდევ უფრო გავიმდიდროთ სასწავლო პროცესი. ახლებურად შევხედე  პროექტების კეთების  თანმიმდევრობას და ისტ-ტექნოლოგიების გამოყენების უფრო მეტ მნიშვნელობას. მომეწონა ახალი გზამკვლევიც და დამაინტერესა მისმა გამოყენებამ, შევუდექი პროექტის იდეის განხორციელებას, შევქმენი ბლოგი, დავგეგმე პუბლიკაცია,